Pfizer/BioNTech-ის ვაქცინას კორონავირუსის ახალი ე.წ. „ბრაზილიური ვარიანტის“ განეიტრალება შეუძლია

09 მარტი 2021, 11:58 872 ნახვა

ფაიზერის ვაქცინას კორონავირუსის ახალი ე.წ. „ბრაზილიური ვარიანტის“ განეიტრალება შეუძლია, - ამის შესახებ ლაბორატორიული კვლევის შედეგებშია აღნიშნული, რომელშიც ასევე ნათვქამია, რომ კვლევამ აჩვენა, ვაქცინირებული ადამიანების სისხლში ვაქცინამ ვირუსის ხელოვნურად შექმნილი ვერსია გაანეიტრალა, რომელიც იმავე მუტაციებს შეიცავდა, რასაც ვირუსის ვარიანტი - პი.1, რომელიც პირველად ბრაზილიაში აღმოაჩინეს. მანამდე გამოქვეყნებულ კვლევებში აღნიშნულია, რომ პფაიზერის ვაქცინამ კორონავირუსის ე.წ. „ბრიტანული“ და „სამხრეთ აფრიკული“ ვარიანტებიც გაანეიტრალა, თუმცა „სამხრეთ აფრიკულმა“ ვარიანტმა შეიძლება ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილი დამცავი ანტისხეულების რაოდენობა შეამციროს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი