"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ავტომობილებით, დროშებითა და შეძახილებით მსვლელობას მართავენ.
აქციის მონაწილეები დღეს ქობულეთის მერიასთან შეიკრიბნენ და ხულოს მუნიციპალიტეტისკენ გაემართნენ.
მსვლელობის მიზანი 20 მარტს თბილისში დაანონსებული აქციისთვის მზადებაა.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა უცვლელია ვადამდელი არჩევნები და ნიკა მელიას გათავისუფლება.