მეუფე სტეფანე ჭყონდიდის ეპარქიის დატოვებას არ აპირებს

08 მარტი 2021, 21:38 876 ნახვა

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე ეპარქიის დატოვებას არ აპირებს.​

მისი თქმით, ვითარების დაძაბვა გარეთ შეკრებილებმა გამოიწვიეს, რასაც მედიის წარმომადგენლებმა შეუწყვეს ხელი.

„ფიზიკური დაპირისპირება პროვოცირებული იყო იმ ხალხისგან, ვინც აქ დგას. მე ყველა კითხვა ჩავიწერე, მაგრამ მღვდლებმა, რომლებმაც ეს ხალხი აქ მოიყვანეს, ატეხეს ხმაური და არ მომცეს საშუალება, პასუხი გამეცა. ეპარქიის დატოვებას არ ვაპირებ, ეს არის მგლების შეთქმულება და ძალიან დიდი პრობლემა. ესაა დაგეგმილი პროვოკაცია, მე ეპარქიას არ დავტოვებ",- აცხადებს მეუფე სტეფანე.

ამ წუთებში მრევლის ნაწილი ადგილზე რჩება. მათი მოთხოვნა უცვლელია - მეუფემ ეპარქია დატოვოს.

ცოტახსნის წინ, ეპარქიაში ერთმანეთს მღვდელმსახურები და მრევლის ნაწილი დაუპირისპირდა. ჩამოინგრა რეზიდენციის აივნის ხის მოაჯირი, რის გამოც დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე, გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით დაიწყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში