აქცია კობალაძის ქუჩაზე

08 იანვარი 2025, 20:04 571 ნახვა

კობალაძის #15 ნომერში მცხოვრებლებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს და აქცია გამართეს. მოქალაქეები აცხადებენ, რომ კორპუსში საკანალიზაციო სისტემა მშენებელმა არასათანადოდ მოაწყო, რის გამოც მთავარი მილები დაზიანდა და სარდაფები დაიტბორა.

კორპუსში გაუსაძლისმა სუნმა, მათივე თქმით, ადამიანების ინტოქსიკაციაც გამოიწვია, კორპუსი მერიას ჩაბარებული არ აქვს, შესაბამისად მოქალაქეები პრობლემის მოგვარებას უკვე ოცი დღეა კომპანიის წარმომადგენელს სთხოვენ, თუმცა უშედეგოდ.

მოქალაქეებმა გზა მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მშენებელი კომპანიის ერთ ერთი დამფუძნებლისგან პირობა მიიღეს, რომ ხვალ დილით დაიწყება სარდაფების გაწმენდა და მილების მოწესრიგება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში