საპროტესტო აქცია ბათუმში

08 იანვარი 2025, 12:04 113 ნახვა

ბათუმში საპროტესტო აქციები გრძელდება. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შეკრება აქციის მონაწილეებისთვის უკვე ორმოც დღეზე მეტია ყოველდღიურობად იქცა. მოქალაქეები აცხადებენ,რომ ქართულმა ოცნებამ ქვეყანასა და მოქალაქეებში მუდმივი უსამართლობის შეგრძნება გააჩინა რასთან ბრძოლასაც არ შეწყვეტენ.
აქციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით იკრიბებიან და სწორედ ევროპა და ევროკავშირის წევრობა მიაჩნიათ საქართველოს კეთილდღეობისა და უსაფრთხოების გარანტად, რისთვისაც მათი განცხადებით პირველ რიგში ხელისუფლების შეცვლაა საჭირო.
მთავარი მოთხოვნები კვლავ აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნებია.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში