მთავარი მსოფლიოში

08 მარტი 2021, 20:02 924 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს  ევროპის უკანასკნელი დიქტატორი უწოდა. ვაშინგტონი განაგრძობს ბელარუსში პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის ძალისხმევას-აღნიშნა ბლინკენმა და  ლუკაშენკოს ხელისუფლებას კიდევ ერხელ მოუწოდა მათი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ.

კორონავირუსის პანდემიისა  და თვითიზოაციის გამო ევროპას ახალი საფრთხე  ემუქრება.  რიგ ქვეყანაში მკვეთრად შემცირდა შობადობა.  ამის შესახებ ესპანური გამოცემა ელპაისი იუწყება.  გამოცემის მონაცემებით, 2020 წლის დეკემბერში და 2021 წლის იანვარში ესპანეთში შობადობა 22,6 პროცენტით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.  მსგავსი სიტუცია ევროპის სხვა ქვეყნებშიც აღინიშნება. იტალიაში ახალშობილთა რაოდენობა 21,6 პროცენტით  შემცირდა გასული წის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საფრანგეთში იანვარში შობადობის მაჩვენებელი 13 პროცენტით დაეცა.  იმ ფაქტორებს შორის,  რომლებმაც შობადობაზე იმოქმედა,  სამუშაო ადგილების მკვეთრ შეცირებას და კორონავირუსის შედეგად მაღალ სიკვდილიანობას ასახელებენ.

ფარმაცევტული კომპანია ფაიზერის ხელმძღვანელი, რომელსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა სრულად არ ჰქონდა ჩატარებული,   ისრაელში არ შეუშვეს.  ფაიზერის გენერალურმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ განმარტა, რომ მას ვაქცინის მხოლოდ პირველი დოზა გაუკეთეს და განმეორებითი ვაქცინაციის ვადა ჯერ კიდევ არ იყო დამდგარი. ფაიზერის  შეფი აღიარებს, რომ  ადრე იმის გამო არ აიცრა, რომ  სურდა ვაქცინა მათ შეხვედროდა, ვისაც იგი უფრო მეტად სჭირდებოდა.  შექმნილი სიტუაციის გამო ბურლამ ისრაელში დაგეგმილი ვიზიტი  რამდენიმე დღით გადადო.  მანამდე ისრაელში ფაიზერის ვაქცინის ეფექტურობაში ეჭვი შეიტანეს.კორონავირუსთან ბრძოლის ეროვნული პროგრამის კოორდინატორის ნაჰმან აშის განცხადებით, 12 ათასზე მეტი ებრაელი კორონავირუსით  მას შემდეგ დაინფიცირდა, რაც ფაიზერის პირველი დოზა მიიღო. მათ შორის 69 ინფიცირებულია, რომლებმაც ვაქცინის მეორე დოზაც მიიღეს.  ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია 19 დეკემბერს დაიწყო. პირველი ფაიზერის ვაქცინით ქვეყანაში პრემიერი ნეთანიაჰუ აიცრა.

ქუჩის მხატვარი ბენკსი აუქციონზე მისი ნახატის გატანით  დიდი ბრიტანეთის  ჯანდაცვის ეროვნული სამსახურისთვის 3 მილიონნახევარი ევროს შეგროვებას აპირებს.  საუბარია გრაფიტიზე, რომელიც საუტგემპტონის მთავარ საავადმყოფოში კოვიდ-19-ის პირველი ტალღის დროს გაჩნდა.  აუქციონზე ნახატის ორიგინალი გაიყიდება, მისი ასლი კი საავადმყოფოში დარჩება. ნახატზე გამოსახულია ბიჭუნა, რომელიც სუპერგმირების ფიგურებით თამაშობს.  თუმცა ბეტმენისა და ადამიანი ობობას ფიგურები მან  ნაგვის ურნაში მოისროლა, რადგან სხვა სუპერგმირი პირბადიანი ექთანი ურჩევნია. ქრისტის აუქციონის სახლი განცხადებით,   ეს ნამუშევარი იმედის სიმბოლო და მხატვრის ძღვენია მათთვის, ვინც კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლას განაგრძობს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში