ვასილ მაღლაფერიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ტოვებს

08 მარტი 2021, 15:09 659 ნახვა

ოპოზიცია ვასილ მაღლაფერიძის „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან წასვლას ქართულ ოცნებაში არსებულ კრიზისს უკავშირებს, მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ქვეტექსტები არ უნდა ვეძებოთ ამ ფაქტის უკან. ცნობისთვის, ვასილ მაღლაფერიძემ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ გადაწყვეტილება ჯანმრთელიობის მდგომარეობას უკავშირდება. „გარკვეული პერიოდი აქტიურ საქმიანობას ვერ შევძლებ, თორემ გემოვნება და შეხედულებები არ მეცვლება„-წერს  ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც მანამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი იყო, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე კი 2 თვის წინ გახდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი