არ მგონია, ამ შემთხვევაში არსებობდეს საკმარისი საფუძველი ფარული ჩანაწერების გამოძიებისთვის - მიხეილ სარჯველაძე

08 მარტი 2021, 12:52 638 ნახვა

არ მგონია, ამ შემთხვევაში არსებობდეს საკმარისი საფუძველი გამოძიებისთვის – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ჩანაწერის წარმომავლობასთან დაკავშირებით გამოძიება არ იწყება. გამოძიებას აქვს წინაპირობები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, არსებობს გამოძიების დაწყების საფუძველი. არ მგონია, ამ შემთხვევაში არსებობდეს საკმარისი საფუძველი. გამოძიებისთვის თუ არსებობს საკმარისი წინაპირობები, ასეთ შემთხვევაში გამოძიება უნდა დაიწყოს. გამოძიება იწყება მაშინ, როცა ვარაუდის საკმარისი ხარისხი არსებობს, ასე არ შეიძლება ყველაფერზე“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში