„ლელოს“ წარმომადგენლებმა ფარული ჩანაწერების გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს 

08 მარტი 2021, 11:42 910 ნახვა

„ლელოს“ წარმომადგენლებმა ფარული ჩანაწერების გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს 

„ლელოს“ წევრებმა გენერალურ პროკურატურაში ოფიციალური განცხადება შეიტანეს და 6 მარტს, „ტვ პირველის“ ეთერში გასულ ფარულ აუდიო ჩანაწერებზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს.

"ლელოს“ წევრები და იურისტები, აქ მოვედით, რადგან საქართველოს პროკურატურას შევახსენოთ მათი ვალდებულება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში პირდაპირ წერია, რომ მედიის საშუალებით ინფორმაციის გავრცელება, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, პირდაპირ წარმოშობს პროკურატურის ვალდებულებას, რომ დაიწყოს გამოძიება. მოცემულ შემთვევაში გამოძიების არდაწყება პროკურატურის მხრიდან პირდაპირ ნიშნავს დაუმორჩილებლობის გამოცხადებას საქართველოს კანონმდებლობისადმი და მორჩილების გამოცხადებას მმართველი პარტიისადმი“, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი