გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 163 პაციენტი. მძიმეა 26-ის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება - 3.
რეგიონის მასშტაბით საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 19 პირი. თვითიზოლაციაში იმყოფება 505.