ეუთო/ოდირის ანგარიშს აშშ-ის საელჩო ეხმაურება. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ანგარიში ხაზს უსვამს მნიშვნელოვანი რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას, კერძოდ, კამპანიის დაფინანსების, საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობისა და დავების გადაწყვეტის თვალსაზრისით.
შეერთებული შტატები მოუწოდებს პარლამენტს, გააგრძელოს რეფორმაზე ფართო და ინკლუზიური მსჯელობის პროცესი, რომელიც დააკმაყოფილებს ოდირის მრავალწლიან რეკომენდაციებს.
საელჩოს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რეფორმები გააძლიერებს პოლიტიკურ პლურალიზმსა და დემოკრატიას, დაეხმარება საქართველოს, მიაღწიოს მზარდი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნებს.