გორში, 13 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს ბრალდება დაუმძიმდა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.უწყების ცნობით, ბრალდებულმა კაცმა 14 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ გაუპატიურება და ფიზიკური ძალადობა განახორციელა.
დანაშაული 15-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.