„ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიის„ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის განცხადებების მიღება დაიწყო. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტს. - საქართველოს მოქალაქეს, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის მომენტისათვის რეგისტრირებულია ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება.
ქვეპროგრამით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, სტიპენდიის გაცემის დროს, პირველ რიგში განიხილება, იმ კონკურსანტთა დაფინანსების საკითხი, რომლებიც სწავლობენ პროგრამით გათვალისწინებულ პრიორიტეტულ საგანმანათლებლო სფეროებში. განცხადებების მიღება 31 მარტს დასრულდება, აპრილის თვეში კონკურსის შედეგად გამოვლენილი 50 გამარჯვებული სტუდენტის ვინაობა გახდება ცნობილი. გამარჯვებულებს სტიპენდიის სახით 1 000 ლარი გადაეცემათ.