კურორტ გოდერძიზე წყალმომარაგებისა და წყალანირების სისტემების მოწყობის მიზნით, ტენდერი“აჭარის წყლის ალიანსმა“ გამოაცხადა. სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულ კომპანიას ევალება კურორტზე წყალმომარაგების 2 ახალი სათავე ნაგებობის მოწყობა და შიდა ქსელში გადანაწილება.
გოდერძიზე კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის ტენდერი მიმდინარე წლის თებერვალში გამოცხადდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ზაფხულში დაიწყება და 2022 წელს დასრულდება. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 3 მილიონ 530 ათასზე მეტია.