ნიკა მელიას დაკავებისას შენობაში ბევრად ნაკლები პოლიციელი იყო, ვიდრე ხალხი, ვინც იქ დაგვხვდა - ვახტანგ გომელაური

05 მარტი 2021, 17:18 1026 ნახვა

ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ნიკა მელიას დაკავებისას, უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იმაზე ბევრად ნაკლები პოლიციელი შევიდა, ვიდრე შიგნით მყოფი ადამიანები იყვნენ.

​„ჩვენ განჩინებით  დაგვევალა ბატონი ნიკანორ მელიას დაკავება და აქედან გამომდინარე ჩავატარეთ პოლიციური ღონისძიება. რაც მთავარია, შიგნით პროპორციული ძალა გამოვიყენეთ თუ არა – თუ ითვლიან ესენი ბაზებზე რამდენი ადამიანი იყო, რა არეულობა მოყვებოდა, რა მოხდებოდა, ჩვენ ხომ არავინ არაფერი ვიცოდით.

დაზღვევის კუთხით შიგნით შესული იყო დაახლოებით ორასი ჩვენი თანამშრომელი, იქ იყვნენ,  მაშველები შესული. გარეთ მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც და კრიმინალური პოლიციაც. ისინი შიგნით არ შესულან. ასევე იყო სახანძრო სამსახურის დანაყოფები. იყო საშიშროება, რომ თუნდაც ცეცხლი გაჩენილიყო და რაღაც დიდი უბედურება მომხდარიყო, სახანძრო მანქანები მზად გვყავდა და ახლა მაგას თუ მოვითვლით, ყველაფერს ერთად, შეიძლება, ცოტა ბევრი მოეჩვენოს ადამიანს. ოფისში შესული პოლიციელი, პირიქით ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე ხალხი, ვინც  იქ დაგვხვდა. ამაზე კადრებიც არის და თვითონაც ჰქონდათ გადაღებული და ჩვენებსაც აქვთ“, – განაცხადა შსს მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში