ვახტანგ გომელაურმა დღეს, ქობულეთში 14 წლის მოზარდის თვითმკვლელობის ამბავიც შეაფასა. შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ არსებულ ვითარებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს, მეტი არაფრის გაკეთება არ შეეძლო.
მისივე თქმით ეს ყველას პრობლემაა, მათ შორის საზოგადოების. გომელაურმა განაცხადა, რომ ბაბუა დააკავეს, მიდის გამოძიება და თუ ვინმე გამოიკვეთება კიდევ დააკავებენ.
"მოზარდი, ერთი თვით ადრე იყო, ბიძებთან ერთად მოსული, დაწერა, რომ მიყვარს ეს ადამიანიო, ჩემი ნებითო, არანაირი ძალადობა არ დაუფიქსირებია... შემდეგ იყო თემები, დეტალებში აღარ ჩავალ. სამწუხაროდ ეს უბედურება მოხდა და მერე აღმოჩნდა, რომ არასრულწლოვანი ოჯახშიც ცალკე მსხვერპლი იყო, ეს ცალკე უბედურებაა.
ეს ადამიანი დაიკითხა სოც მუშაკთან ერთად, ოჯახის წევრებთან ერთად, მეტი რა უნდა გაგვეკეთებინა არ ვიცი მართლა. ეს ყველას პრობლემაა ჩემიც, თქვენიც. ამ მიმართულებით, რომ სამუშაო გვაქვს ამაზე ვისაუბრე, ეს ძალიან დიდი პრობლემაა.
ბაბუა დავაკავეთ, მიდის გამოძიება და თუ ვინმე გამოიკვეთება კიდევ დავაკავებთ"-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.