საია და „მწვანე ალტერნატივა“ თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავენ

05 მარტი 2021, 14:34 818 ნახვა

ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა კანონის დარღვევით გაიცა და არსებობს ელიტური კორუფციის ეჭვები- აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. იურისტების თქმით,  აქტი გამოკვლევების და შესწავლის გარეშე გაიცა, რაც ტოვებს უდიდეს საფრთხეს როგორც ეკოლოგიური, ასევე კულტურული თვალსაზრისით. საიას განცხადებით, საეჭვოა რატომ იყო გასაიდუმლოებული ხელშეკრულება და რატომ დათახნმდა სახელმწიფო  კაბალურ პირობებს, რომლითაც სარგებელს მხოლოდ თურქული კომპანია ენკა იღებს, ყველა ფინანსური ვალდებულება კი სახელმწიფოს აკისრია. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ გამოკვლევების გარეშე პროექტის განხორციელება ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის, მოსპობს ტყის ფართობის უდიდეს ნაწილს და ზიანს მიაყენებს ბუნებას. საიამ დღეს საქალაქო სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომ შეჩერდეს აღნიშნული პროექტის განხორციელება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი