რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ დღეიდან ბათუმის დელფინარიუმი მუშაობას განაახლებს და ვიზიტორების მიღებას შეძლებს.
დღეიდან დელფინარიუმში ფასდაკლების აქციაც ამოქმედდა, რომლითაც ისარგებლებენ საქართველოში მოქმედი ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულებების წევრები: ბაღის აღსაზრდელები, მოსწავლეები, სტუდენტები და ლექტორ-მასწავლებლები.
პირველი მარტიდან უკვე გაიხსნა ბათუმის აკვარიუმიც, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს.
დღეს, არჩილ ჩიქოვანი დელფინარიუმში იმყოფებოდა, გაეცნო მოსამზადებელ სამუშაოებს და ადგილზე შეაფასა დადგენილი რეგულაციების შესრულება.