თბილისში მცირე და საშუალო სარესტორნო ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდება

04 მარტი 2021, 11:39 737 ნახვა

თბილისში მდებარე მცირე და საშუალო სარესტორნო ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდება.

ინიციატივის თანახმად, ფინანსური დახმარება ობიექტებისთვის განისაზღვრა 5 ათასი ლარით, ხოლო ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში დაფინანსება შეადგენს 10 ათას ლარს.

„პანდემიამ ეკონომიკის თითქმის ყველა დარგი დააზარალა. კრიზისმა განსაკუთრებული პრობლემა შეუქმნა ტურიზმის სექტორს და კვების იმ ობიექტებს, რომლებიც დამოკიდებული არიან ტურისტების ნაკადზე და დღეს მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ შესაბამის ინიციატივას, რომელიც უკავშირდება შემდეგ საკითხს.

შემუშავდა კრიტერიუმები, რომელთა შესაბამისადაც ანტიკრიზისული გეგმის და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პანდემიით გამოწვეული ზიანის შემსუბუქებისა და ეკონომიკის სტიმულირებისთვის, ამოქმედდა სუბსიდირების პროგრამა თბილისში მდებარე მცირე და საშუალო ზომის სარესტორნე ბიზნესისთვის.

ფინანსური დახმარება ობიექტებისთვის განისაზღვრა 5 ათასი ლარით. ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში დაფინანსება შეადგენს 10 ათას ლარს. რა თქმა უნდა, ცენტრალური მთავრობა მზად არის, მხარი დაუჭიროს მერიის ამ ინიციატივას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი