პრემიერმა ,,ნამახვანჰესთან'' დაკავშირებით მინისტრებს ადგილზე ჩასვლა და მოსახლეობასთან კომუნიკაცია სთხოვა

04 მარტი 2021, 11:18 695 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ,,ნამახვანჰესთან'' დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

პრემიერმა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს სთხოვა, ჩავიდნენ ადგილზე და მოსახლეობასთან უშუალო აქტიური კომუნიკაცია დაიწყონ.

"მინდა გამოვეხმაურო ,,ნამახვანჰესის'' მიმართ მოსახლეობის წუხილს, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში გაჩნდა და კითხვები ბუნებრივია არსებობს და რათქმაუნდა ყველა კითხვას უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი დასაბუთებული, პროფესიონალური, კლავიფიციური პასუხი. მე ვფიქრობ, რომ მოსახლეობაში არსებულ ამ კითხვებს უშუალოდ მინისტრების მხრიდანაც უნდა გაეცეს პასუხი. ამიტომ, მე მინდა ვთხოვო ქალბატონ ნათია თურნავას და ასევე ბატონ ლევან დავითაშვილს, რომ პირადად ჩავიდნენ ადგილზე, ხვალ მაგალითად და დაიწყეთ აქტიური, უშუალო კომუნიკაცია მოსახლეობასთან, პირადად გაეცანით და აუხსენით, რომ რასთან დაკავშირებით აქვთ მათ წუხული. ასევე მინდა ვთხოვო ჩვენ მინისტრებს, რომ გამართონ შესაბამისი საკომიტეტო მოსმენები პარლამენტშიც, ამ საკითხის ირგვლივ. დაინტერესებული პირების მონაწილეობით შეიძლება გაიმართოს აღნიშნული მოსმენები და ყველა ცხარე, მწვავე კითხვას გაეცეს პასუხი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში