იაპონიამ ოლიმპიადაზე შესაძლოა უცხოელები არ დაუშვას

03 მარტი 2021, 17:51 824 ნახვა

იაპონიის ხელისუფლებამ ოლიმპიურ თამაშებზე შესაძლოა უცხოელი გულშემატკივრები არ დაუშვას, რაც  ანტიკორონავირუსულ ზომებთან არის დაკავშირებული.  ტოკიოში სპორტის მოყვარულებს ოლიმპიურ ობიექტებზეც შესაძლოა აუკრძალონ შესვლა. 

იაპონიის მთავრობა ასევე შეისწავლის შეჯიბრებებზე ადგილობრივი გულშემატკივრების დაშვების საკითხსაც. 

შეზღუდვებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას იაპონიის ხელისუფლება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შემდეგ მიიღებს. ოლიმპიადა ტოკიოში 23 ივლისს იწყება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში