გერმანიაში დასაქმების პროგრამით წასულ მოქალაქეებს სოციალურად დაუცველის სტატუსი არ მოეხსნებათ - ჯანდაცვის სამინისტრო

03 მარტი 2021, 17:11 4127 ნახვა

ჯანდაცვისა სამინისტროს ინოფრმაციით, მოქალაქეებს, რომლებიც გერმანიაში, ლეგალურად დასაქმების პროგრამის ფარგლებში გაემგზავრებიან, სოციალურად დაუცველის სტატუსი არ მოეხსნებათ.

უწყების ინფორმაციით, გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამაში მონაწილეობა ოჯახის ქულების გადამოწმების საფუძველი არ არის.

საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმება 1-ლი აპრილიდან შეეძლებათ. ამ დროისთვის, უკვე 95 ათასამდე აპლიკანტია დარეგისტრირებული.

გერმანიაში დასაქმების მსურველებმა რამდენიმე მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილონ. კერძოდ:

ასაკი - 18-დან 60 წლამდე;

სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;

არ უნდა იყოს დეპორტირებული და გერმანიაში გამგზავრებამდე სამი თვით ადრე შენგენის ზონაში ნამყოფი;

სასურველია გერმანული ან ინგლისურ ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

გერმანიაში, სოფლის მეურნეობის სექტორში, სეზონურ სამუშაოზე დასაქმების მაქსიმალური ვადა სამი თვეა.კვირაში სამუშაო დრო ხუთი-ექვსი დღე, დღეში რვა-ათი საათი. მინიმალური ხელფასი კი საათში 9,5 ევრო იქნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი