ნავალნის საქმესთან დაკავშირებით აშშ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს

02 მარტი 2021, 12:46 790 ნახვა

ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მიმდინარე კვირაში გეგმავს. რუსი ოპოზიციონერის მოწამვლისა და დაკავების  გამო სანქციების დაწესება ევროკავშირთან კოორდინაციით მოხდება. როგორც „სიენენი“ აღნიშნავს, ეს ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსეთისთვის დაწესებული პირველი სანქციები იქნება და მოსკოვთან მიმართებით მათი პოლიტიკის სამომავლო განწყობებს გამოავლენს. თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტს სანქციებთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. აშშ-ისგან განსხვავებით, ევროკავშირმა ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით მოსკოვს სანქციები გასულ წელს დაუწესა. „სიენენის“ წყაროების ცნობით, აშშ-ს სანქციები როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ორგანიზაციებს შეეხება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი