აჭარაში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

02 მარტი 2021, 11:01 740 ნახვა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 20 პაციენტი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  დღემდე რეგიონში covid-19   35 626 მოქალაქემ დაამარცხა. ამ ეტაპზე კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება 4 ადამიანი. კლინიკა დატოვა 11-მა პაციენტმა

რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში მკურნალობს 125 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში 36, ხოლო ონლაინ  კლინიკაში 98 პირი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი