''ბარსელონას'' ექს-პრეზიდენტი დააკავეს

01 მარტი 2021, 17:04 907 ნახვა

კატალონიის პოლიციამ საფეხბურთო კლუბ ბარსელონას ყოფილი პრეზიდენტი ხოსეპ ბართომეუ დააკავა. იგი კორუფციაშია ეჭვმიტანილი. ასევე დაკავებულია კლუბის გენერალური დირექტორი და იურიდიული სამსახურის უფროსი. დღეს პოლიციამ  ბარსელონას ოფისში ჩხრეკა  ჩაატარა. 

გამოძიების აზრით,  ექს-პრეზიდენტი ბარსელონის სახელით  გარიგებებს პირადი სარგებელის  მიღების მიზნით დებდა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში