გარდაბანში აფეთქების შედეგად 15 წლის მოზარდი დაიღუპა

01 მარტი 2021, 17:33 1250 ნახვა

გარდაბანში, აფეთქების შედეგად, მოზარდი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, 15 და 11 წლის მოზარდები სკოლიდან სახლში ბრუნდებოდნენ, რა დროსაც მინდორში აფეთქება მოხდა.

აფეთქების შედეგად 15 წლის მოზარდი დაიღუპა, მეორე ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აფეთქების გამომწვევი მიზეზები უცნობია, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი