ამ წუთებში პარლამენტიდან ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრისკენ “მოძრაობა საქართველოსთვის წარმომადგენლები”, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წევრები და აქტივისტები მსვლელობას მართავენ. აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილია ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, როგორც მათი თქმით, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების, ასევე რიგგარეშე ხელახალი არჩევნების ჩატარების.