ქართული ოცნების დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე გვეუბნება, რომ ძველია და ის გასულ წელს შვილიშვილის დაბადების დღეზეა გადაღებული.
ნაციონალური მოძრაობის წევრის მიშა ბოლქვაძის მიერ გუშინ გავრცელებულ კადრებში ანზორ ბოლქვაძე რამდენიმე ადამიანთან ერთად ფიგურირებს. მიშა ბოლქვაძე ამტკიცებს, რომ პარლამენტის წევრი, რესტორანში წვეულებაზე კომენდანტის საათის დროს იმყოფება.