ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. რიონის ხეობის მოსახლეობის პროტესტს მოქალაქეები სხვადასხვა რეგიონიდან შეუერთდნენ, ასობით ადამიანი ქუთაისის ცენტრშია შეკრებილი. აქციის მონაწილეები ჰესების კასკადის მშენებელი კომპანიის “ენკასგან” რიონის ხეობის დატოვებას და იმ ნებართვის გაუქმებას ითხოვენ, რომელიც ხეობაში ჰესის მშენებლობას ითვალისწინებს.
ნამახვანი ჰესების კასკადი მდინარე რიონზე უნდა აშენდეს. მისი სიმძლავრე 433 მეგავატი იქნება. პროექტი 750 მილიონი დოლარის ღირებულებისაა, კასკადის ექსპლუატაციაში ჩაშვება 2025-26 წელს იგეგმება.
მოძრაობა რიონის ხეობის გადასარჩენად სოფელ ჟონეთში ნამახვანჰესის მშენებლობას უკვე ოთხ თვეზე მეტია უწყვეტად აპროტესტებს. მათ კარვები აქვთ გაშლილი და ღამესაც სწორედ იქ ათენებენ.