საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის შეხვედრაში "მგზავრებმა" ოლიმპიურ სასახლეში "ბათუმი" მიიღო და 11 ქულიანი სხვაობით დამარცხდა.
გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა "ბათუმმა" 74:64 მოიგო. შესვენებაზე "მგზავრები" 17 ქულით 41:24-ს იგებდნენ, თუმცა კაზანჯიანის გაწვრთნილმა ბათუმის საკალათბურთო გუნდა ბოლო ორი პერიოდი შესანიშნავად ითამაშა და მნიშვნელოვანი მოგება ჩაიწერა.
აჭარლებს 13 ქულით, 15 მოხსნითა და 8 პასით ნიკოლა ვუიოვიჩმა ულიდერა. 17 ქულა და 5 პასი ანტუან ჯონსონმა მიითვალა, ბექა ბექაურის ანგარიშზე 15 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა.
ამ დღისთვის "ბათუმი" 19 ქულით, "ცხუმ-აფხაზეთთან და "კაკტუსთან" 5-6-7 ადგილებს იყოფს. შემდეგ ტურში 7 მარტს ბათუმის საკალათბურთო გუნდი საკუთარ კედლებში "კაკტუსს" მიიღებს.