ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი

27 თებერვალი 2021, 18:13 1059 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს „ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“ გახსნა. ონლაინფორმატში გამართული შეხვედრა მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის საქართველოს ბიზნესგარემოს, საინვესტიციო პოტენციალის, კონკრეტული საინვესტიციო  შეთავაზებებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას.

ფორუმზე ხაზი გაესვა ქართული დიასპორის როლს საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და საერთაშორისო საზოგადოებასთან დაახლოების პროცესში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში