“ბრისტოლიდან - ბეიჯინამდე”

27 თებერვალი 2021, 13:14 817 ნახვა

„ აღფრთოვანებული ვარ საქართველოში მოგზაურობის დაწყებით და ერთი სული მაქვს აღმოვაჩინო ის“ - ეს 26 წლის ფანდრაიზერის სიტყვებია. ცნობილმა ველოსიპედისტმა ლუკ გრენფელ შოუმ საქართველოში მოგზაურობა ბათუმიდან დაიწყო. ველოსიპედისტი დედასთან ერთად მოგზაურობს და სიმსივნით დაავადებულთათვის 300,000 ევროს შეგროვებას გეგმავს.

ექიმებმა სიმსივნური დაავადება მას  დაუდგინეს. „ბრისტოლიდან - ბეიჯინამდე“  ასე ჰქვია ველომარშრუტს, რომლის ფარგლებშიც ლუკი ველოთი 30 ქვეყნის შემოვლას გეგმავს. მასთან ერთად საქართველოში ბი-ბი-სის ჟურნალისტებიც იმყოფებიან. რეგიონში ყოფნისას ახალგაზრდა ველოსიპედისტმა ბათუმის  ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი და მთიანი აჭარა მოინახულა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი