საქალაქთაშორისო მოძრაობა აღდგა

27 თებერვალი 2021, 12:28 1074 ნახვა

ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით მოძრავმა  საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა  მოძრაობა განაახლა. მგზავრთა ნაკადის სიმცირის გამო 32 მიკრო ავტობუსიდან, ამ დროისთვის  12-მდე სამარშრუტო ტაქსი მოძრაობს.

რაც შეეხება ტარიფებს, მგზავრობა ისევ 2-ლარს შეადგენს, თუმცა ბათუმი - ქობულეთის სამარშუტო ხაზის დირექტორი აცხადებს, რომ თუ საწვავზე ფასი გაიზრდება  შესაძლოა მგზავრობის ღირებულებამაც მოამატოს. ცნობისთვის  შაბათ-კვირას მუშაობა განაახლა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში