მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც მეტ ხმას დააგროვებს. 50 პროცენტიანი ბარიერი მეორე ტურში აღარ მოქმედებს. ბათუმში წელს პირველად სამი მაჟორიტარული ოლქია და ბათუმი პირველად ირჩევს სამ მაჟორიტარს. საარჩევნო პროცესი დილიდან მიმდინარეობს 70-ე ოლქში.