სომხეთის დედაქალაქის თავზე სამხედრო თვითმფრინავები გამოჩნდნენ. სომხური მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ „სუ 30“-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი ერევნის თავისუფლების მოედნის მახლობლად ოპოზიციის საპროტესტო აქციის დროს გამოჩნდა. ქვეყნის გენერალური შტაბი, პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვს.
ამ განცხადებას წინ უძღოდა პრემიერის მოთხოვნით, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის გათავისუფლება, რაც პრეზიდენტმა დააკმაყოფილა.პრემიერმა გენერალური შტაბის განცხადება სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა.
დღესვე ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე ნიკოლ ფაშინიანი მხარდამჭერებთან მივიდა და მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.