საქალაქთაშორისო ტრანსპორტი აღდგა

25 თებერვალი 2021, 20:08 433 ნახვა

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ დღეიდან სოფლიდან ქალაქში და ქალაქიდან ქალაქში გადაადგილება მიკროავტობუსებით შესაძლებელია.

მძღოლები ამბობენ, გაუჭირდათ ამ პერიოდის გადატანა, თუმცა დღეს კმაყოფილები არიან, რომ მიეცათ მუშაობის შესაძლებლობა და ეს მხოლოდ მათთვის არ არის მნიშვნელოვანი, პირველ რიგში არის მგზავრებისთვის, რომლებსაც საკმაოდ ძვირი უჯდებოდათ ქალაქებში ტაქსებით გადაადგილება, ახლა კი მინიმუმ ნახევარ ფასად შეძლებენ მგზავრობას.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში