ავტოიმპორტიორებისთვის დაწესებული შეღავათების ვადა პირველ ივნისამდე გახანგრძლივდა

25 თებერვალი 2021, 11:12 865 ნახვა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების გამბაჟებაზე საშეღავათო პერიოდი გახანგრძლივდა.

"ავტოიმპორტიორებისათვის გვაქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე. მოგეხსენებათ საქართველოში 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილ ავტომობილებზე გამბაჟების ვადა გადავადებული იყო ამა წლის 1 მარტამდე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს ვადა გადავწიეთ 1 ივნისამდე. ეს შეღავათი დაახლოებით ავტოსატრანსპორტო საშუალების 19 000 მფლობელს შეეხება. მათ მფლობელებს ასევე ჩამოეწერებათ საურავები და ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს სექტორის განვითარებას და პანდემიურ პერიოდში დაეხმარება აღნიშნულ სფეროს"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი