მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს

24 თებერვალი 2021, 15:58 2726 ნახვა

მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„რაც შეეხება მგზავრებისთვის დაწესებულ რეგულაციებს, ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა. მუნიციპალურ ტრანსპორტში კვლავ აკრძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ დაწესებული რეგულაციების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი