მკაცრად გაკონტროლდება, რომ რესტორნებში ე.წ. სოციალური ღონისძიებები არ ჩატარდეს - ნათია თურნავა

24 თებერვალი 2021, 15:26 955 ნახვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, კვების ობიექტების შიდა სივრცეების გახსნა მკაცრი მონიტორინგის ქვეშ მოხდება.

„სარესტორნო ინდუსტრიის შიდა სივრცეები პრაქტიკულად 10 დღეში გაიხსნება, მაგრამ აქ მინდა აღვნიშნო, რომ ეს მოხდება მკაცრი მონიტორინგის ქვეშ, რადგან მთელ მსოფლიოში დღემდე ძალიან სამართლიანად არის მიჩნეული, რომ რესტორნები წარმოადგენს ერთ-ერთ მაღალი მობილობის მაგენერირებელ სფეროს, სადაც ინფიცირების საფრთხე არის მაღალი, რადგან  უბრალოდ შეუძლებელია პირბადის გამოყენება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან მკაცრად დავაკვირდებით, როგორ მოდის აქ პროტოკოლების შესრულება.

სარესტორნო ბიზნესთან გვქონდა არაერთი შეხვედრა და მათი მხრიდან დავინახეთ პასუხისმგებლიანი მიდგომა. აქაც იქნება სავალდებულო ტესტირება პერსონალისთვის. მკაცრი კონტროლი იქნება იმაზე, რომ ე.წ. სოციალური ღონისძიებები არ განხორციელდეს, ეს კვლავ შეზღუდვაში რჩება. მზად ვართ, ამაზე პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გავამკაცროთ“,  განაცხადა თურნავამ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწვეტილებით, რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონიერებას  შაბათ-კვირის გარდა. ბათუმში - 1 მარტიდან, დანარჩენ საქართველოში კი 8 მარტიდან განაახლებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში