საპროტესტო აქცია-მსვლელობა

24 თებერვალი 2021, 15:08 815 ნახვა

სოლიდარობის აქცია მსვლელობით რესპუბლიკის მოედნიდან სასჯელაღსრულების მეთორმეტე დაწესებულებისკენ- ამ ფორმით სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციონერმა ლიდერებმა ნიკა მელიას დაკავება კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. ამბობენ, რომ ამ ფორმით ნიკა მელიას მხარდაჭერას უცხადებენ და იმედი აქვთ , რომ მელია საპატიმროს მალე დატოვებს. შედარებით სკეპტიკურად არის განწყობილი ნიკა მელიას ერთ- ერთი ადვოკატი, რომელმაც კიდევ ერთ უფლება დამცველთან ერთად თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში