მიკროავტობუსის წინა, სამუხრუჭე სისტემა გაუმართავი იყო - პროკურატურა შატილში მომხდარ ფაქტზე

24 თებერვალი 2021, 14:02 915 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ, შატილის გზაზე მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე, ტურისტული კომპანიის დირექტორს და მიკროავტობუსის მესაკუთრეს ბრალდება წარუდგინა.

საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ მიკროავტობუსის მესაკუთრემ და ტურისტული კომპანიის დირექტორმა, როგორც სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობისათვის პასუხისმგებელმა პირებმა, ექსპლუატაციაში გაუშვეს ტექნიკურად გაუმართავი მიკროავტობუსი, რამაც სატრანსპორტო-საგზაო შემთხვევა გამოიწვია.

" მიკროავტობუსის წინა სამუხრუჭე სისტემა  ტექნიკურად გაუმართავი იყო. 
- ასევე მიკროავტობუსის ტექნიკური მახასიათებლით დადგენილი 15 მგზავრის ნაცვლად,  კუსტარულად  დამონტაჟებული სავარძლებით, სატრანსპორტო საშუალებას, მძღოლის გარდა, 19 მგზავრი გადაჰყავდა. 
- მგზავრთა უსაფრთხოების ღვედები დამონტაჟებული იყო მავთულებით, კუსტარულად.
- მიკროავტობუსს გავლილი არ ჰქონდა ტექნიკური ინსპექტირება.  სწორედ მითითებული დარღვევებიდან გამომდინარე, სატრანსპორტო საშუალება არ აკმაყოფილებდა ტექნიკური ინსპექტირებისთვის საჭირო მოთხოვნებს.
ასევე დადგინდა, რომ ტურისტული კომპანიის დირექტორს შ.ბ.-ს და მიკროავტობუსის მესაკუთრეს გ.გ.-ს  „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად რომ ემოქმედათ, ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებას ექსპლუატაციაში არ გაუშვებდნენ და  საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა"-აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურის განცხადება იხილეთ ვრცლად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი