სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ პირველი მარტიდან. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 პროცენტის ტესტირება აუცილებელი იქნება.
"სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები როგორც საჯარო, ისე კერძო ფუნქციონირებას აღადგენენ პირველი მარტიდან ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 პროცენტის სავალდებულო ტესტირების პირობით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.