სპეციალური დანიშნულების რაზმი, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შევიდა. ამ წუთებში შენობიდან ხალხის გამოყვანა მიმდინარეობს.
სპეცრაზმმა შენობიდან უკვე გამოიყვანა რამდენიმე ოპოზიციონერი, ასევე პარტიის თანამშრომელი.
ნიკა მელიას ოფისში სამართალდამცავები გამთენიისას გამოჩნდნენ. პოლიციამ ენმ-ს ოფისი ალყაში მოაქცია. სპეცრაზმელები ოფისის სახურავზე სახანძრო მანქანის კიბის საშუალებით ადიოდნენ.
ამ წუთებში როგორც პარტიის ოფისში, ისე შენობის გარეთ დაძაბული სიტუაციაა. ისმის შეძახილები „სირცხვილია“.
სამართალდამცავებმა შენობაში შესვლა უკანა შესასვლელიდან მოახერხეს