პარლამენტში მთავრობის დამტკიცების პარალელურად პარლამენტთან აქციები იმართება 

22 თებერვალი 2021, 14:47 859 ნახვა

''ევროპული საქართველოს'' ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები პარლამენტთან აქციას მართავენ. საკანონმდებლო ორგანოს წინ დატოვეს წარწერები: ''რუსეთი ოკუპანტია, საქართველოს 20% ოკუპირებულია, ''სისტემა ყარს''.

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთი აქტივისტი დააკავეს. ის პარლამენტის შესასლელთან რკინის დროებით კედელზე წარწერის “რუსეთი ოკუპანტია” გაკეთებას ცდილობდა, რა დროსაც პოლიციამ გაიყვანა. 

''მიწაზე ვწერთ და გზა მოგვეცით,, რომ გავაგრძელოთ. გვინდა დავწეროთ ფრაზა: რუსეთი ოკუპანტია, რომელსაც წესით ყველა ქართველი უნდა იზიარებდეს, მაგრამ რატომღაც ჩვენი პოლიცია არ გვაძლევს ამის საშუალებას. არასწორად იციან კანონები და გამოხატვის თავისუფლებას გვიკრძალავენ. ეს არ არის დემოკრატიული სახელმწიფო. რამდენიმე წუთის წინ ჩვენი მეგობარი გაიყვანა პოლიციამ'' - უთხრა ჟურნალისტებს აქციის მონაწილემ. 

აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან ღუმელი მოიტანეს, რომელსაც აქვს სხვადასხვა წარწერა ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.

მოგვიანებით პარლამენტთან მივიდნენ მოძრაობა ''სირცხვილიას'' წარმომადგენლები. Never back to USSR - დაწერეს აქტივისტებმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში