აჭარაში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

19 თებერვალი 2021, 11:01 791 ნახვა

19 თებერვლის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 43 პაციენტი.

 ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 199 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის მძიმე პაციენტია 40, ხოლო  ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 9 პირი.

ქვეყნის მასშტაბით, 1 627 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 253 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 110, ხოლო აჭარაში - 31.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 10 085 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 5 107 პირი, აჭარაში - 620.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი