კორორნავირუსის მე-8 შემთხვევა სკოლებში

17 თებერვალი 2021, 15:35 1675 ნახვა

აჭარაში, კორონავირუსი კიდევ ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა.მახინჯაურის სკოლაში მერვე კლასელს სიმპტომები ორშაბათს გამოუვლინდა. სკოლის ექიმის რეკომენდაციით, მეორე გაკვეთილიდან სახლში წავიდა, კოვიდზე ტესტირებამ კი დადებითი პასუხი აჩვენა.  კლასი დისტანციური სწავლების რეჟიმზეა გადასული. მახინჯაურის საჯარო სკოლისთვის მოსწავლის ინფიცირების ეს მეორე შემთხვევაა. სკოლაში ამბობენ, რომ ამ მოსწავლეებს ერთმანეთთან კომუნიკაცია არ ჰქონდათ. ჯერ-ჯერობით არც მერვე კლასელის ინფიცირების წყაროა ცნობილი. სკოლაში შიდა გადაცემას გამორიცხავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში