იაპონიაში მოსახლეობის ვაქცინაცია იწყება

17 თებერვალი 2021, 12:33 905 ნახვა

იაპონიაში დღეიდან კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო. პირველ ეტაპზე პფაიზერ-ბიონტეჩის-ის ვაქცინის გამოყენებით ქვეყნის 100 საავადმყოფოს 40 000-მდე ექიმსა და ექთანს აცრიან. ვაქცინაციის პირველი ეტაპის შემდეგ, პროცესი 3.7 მილიონი ექიმისთვის, ფარმაცევტისთვის, ექთნისთვის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის მძღოლისა და სხვა სამედიცინო თანამშრომლებისთვის ვაქცინის გაკეთებით გაგრძელდება. ქვეყანაში ხანდაზმულების იმუნიზაციის პროცესი აპრილში დაიწყება. იაპონიის მთავრობა მთელი მოსახლეობის ვაქცინაციის დასრულებას წლის განმავლობაში გეგმავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი