ბოლო 24 საათში გამოვლინდა ინფიცირების 486 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 13 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 499 პირი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 192 კვლევა, მათ შორის 12 628 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 564 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.53%.
ინფიცირების ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 194 შემთხვევა, აჭარა - 32, იმერეთი - 49, ქვემო ქართლი - 14, შიდა ქართლი - 36, გურია - 37, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 34, კახეთი - 74, მცხეთა-მთიანეთი - 8, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 805, საიდანაც: 1 828 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 810, აჭარაში - 166, იმერეთში - 421. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 379 პირი, მათ შორის, თბილისში - 156, აჭარაში - 39, იმერეთში - 113. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 103 პირი, მათგან თბილისში - 67, აჭარაში- 6, იმერეთში - 14.
229 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 111 - თბილისში, 102 - აჭარაში, 12 - იმერეთში.
1 748 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.