სოფელ განახლებაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა 

16 თებერვალი 2021, 13:44 5262 ნახვა

ხელვაჩაურში, სოფელ განახლებაში ხანძარი იყო. საცხოვრებელი სახლის პირველი სართული მთლიანად დაიწვა.

ცეცხლმა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ინვენტარი გაანადგურა. 

ხანძრის გაჩენის დროს სახლში მხოლოდ ერთი ადამიანი იმყოფებოდა, ოჯახის სხვა წევრები კი სამსახურში იყვნენ. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ ელექტრო სადენების გაუმართაობაა. 

დაზარალებულები ამბობენ, რომ ცეცხლი საკუთარი ძალებით ჩააქრეს, რადგან სახანძრო-სამაშველო ბრიგადას დააგვიანდა. 

ხელვაჩაურის მერიის წარმომადგენლების განცხადებით, საკითხს სპეციალური კომისია შეისწავლის და ექვსწევრიან ოჯახს დაეხმარებიან. 

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი