აშშ-ის კონგრესი კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამოსაძიებლად დამოუკიდებელ კომისიას შექმნის

16 თებერვალი 2021, 11:50 1094 ნახვა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი აცხადებს, რომ კონგრესი შექმნის დამოუკიდებელ კომისიას, რომელიც 6 იანვარს დონალდ ტრამპის მომხრეების მიერ აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმას გამოიძიებს.  წარმომადგენელთა პალატის სპიკერი განმარტავს, რომ კომისია შეისწავლის თავდასხმის ფაქტებსა და მიზეზებს, ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების პროცესისთვის ხელის შეშლის ფაქტს და კაპიტოლიუმის პოლიციისა და სამართალდამცავი ორგანოების სხვა განყოფილებების მზადყოფნისა და რეაგირების საკითხს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი